5
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ მამუკა მდინარაძე რეგიონებს ისე გაუძღვება, შვეიცარიული საათის ისარივით იქნება საქმე აწყობილი. ის ამბობს, რომ პრობლემა იყო მართვის ვერტიკალში და პასუხისმგებლობას ვერ იღებდნენ საკუთარ თავზე თანამდებობის პირები.
ჩემი აზრით, ეს [მამუკა მდინარაძის მოშორება] ოპონენტების სურვილია, იქიდან გამომდინარე, რომ მამუკა მდინარაძე არის გუნდის გამორჩეული ლიდერი. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა მისი მუშაობის სტილს და უნარ-ჩვევებს. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ოპონენტი ისურვებდა, რომ მამუკა მდინარაძე აღარ იყოს ჩვენი გუნდის ლიდერი.
რა თქმა უნდა, ჩვენ პრობლემებს არ გავურბივართ. რეგიონებში გამოწვევები არის და ეს გამოწვევები ძირითადად განპირობებულია მართვის ვერტიკალში დაგვიანებული გადაწყვეტილებების მიღებით, რიგ შემთხვევებში, თანამდებობის პირები საკუთარ თავზე ვერ იღებენ პასუხისმგებლობას, შესაბამისად, ეს ყველაფერი არის დროში დასაჩქარებელი. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ძალიან ლოგიკურია რომ მამუკა მდინარაძე ამ ყველაფერს ძალიან მაღალ დონეზე გაუძღვება და შვეიცარიული საათის ისარივით იქნება აწყობილი რეგიონების მუშაობა“ – განაცხადა მაჭავარიანმა.
ირაკლი კობახიძემ 29 ივლისს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ იქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

50 minutes ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·