შროშა-რიკოთის მონაკვეთზე სატვირთო ხრამში გადავარდა – დაღუპულია ახალგაზრდა კაცი

1 hour ago 3

შროშა-რიკოთის მონაკვეთზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას სამტრედიელი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა. სატვირთო ავტომობილი (ტრაილერი), რომელსაც გოჩა შენგელია მართავდა, გზიდან გადავიდა და ხრამში ჩავარდა. მძღოლი ადგილზევე დაიღუპა.

ამ დროისთვის სხვა დეტალები უცნობია. სამწუხარო ინფორმაცია სოციალური ქსელით გავრცელდა.

ახალგაზრდას ემოციური პოსტებით ემშვიდობებიან.

„გოჩუნა, მარად 32 წლის დარჩა. ჩემი ბიძაშვილის, მთასავით ბიჭის, სიცოცხლის ისტორია გუშინ ავტოსაგზაო შემთხვევამ ტრაგიკულად დაასრულა… სიცოცხლეზე შეყვარებული, უკეთილშობილესი ადამიანი იყო… „მეხის გავარდნას ჰგავს ადამიანის მოულოდნელი სიკვდილიო“, მეხის გავარდნა, რა მოსატანია…“, – წერს ახლობელი სოციალურ ქსელში.

როგორც ცნობილია, ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა.

სრულად წაკითხვა