შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს ტელეკომპანია “პირველის” მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრების ავთენტურობას, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციის განყოფილებაში არაერთი პოლიციელი დაკავებულ პირებზე ჯგუფურად ძალადობს.
შსს-ს განცხადებით, კადრები ახალი არ არის. ფაქტი 2022 წელს მოხდა, თუმცა დანაშაული მხოლოდ 2026 წლის თებერვალში გამოვლინდა ანუ 4 წლის შემდეგ.
“საქმე ეხება 2022 წლის ზაფხულში, აჭარის რეგიონში, ქობულეთში, მივლინებით მყოფი, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის სამ თანამშრომელს, რომლებმაც ჩაიდინეს კადრებში ასახული დანაშაული. აღნიშნული დანაშაული გამოვლინდა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, საიდანაც გადაგზავნილი მასალების საფუძველზე დაიწყო გამოძიება და 2026 წლის 23 თებერვალს საქართველოს პროკურატურის მიერ სამივე პოლიციელი დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გადაცემა, რომელშიც აღნიშნულ კადრებს უჩვენებენ, ტელევიზიით დღეს, 20 საათზე გავა, “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ნოდარ მელაძის შაბათში”.

6 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·