როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან რადიო თავისუფლებას, გამოძიება "112"- ში შესული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო:
„ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ნადიმ ხმალაძემ განუცხადა, რომ მასზე ყოფით ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, ამ ეტაპზე დაუდგენელმა პირებმა, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა“.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ორ წლამდე პატიმრობის ისჯება.
ნადიმ ხმალაძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ გამომძიებლებს გამოკითხვაზე უარი უთხრა, რადგან არ სჯერა, რომ ისინი მისი ცემის ფაქტს გამოიძიებენ:
„რა აზრი აქვს, არაფერს იძიებენ. თუ უნდათ, კამერებია, სადაც მოხდა და დაცვა უყურებდა. წავიდნენ და გამოიძიონ, მაგრამ აზრი არ აქვს, ისეთი საქმეები არ გამოიძიეს და ამას ვინ გამოიძიებს“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ნადიმ ხმალაძის ახლობლების ინფორმაციით, მისთვის უცნობი სამი პირი ხმალაძეს 24 ოქტომბერს სახლთან, 20:30 საათისთვის დაესხა თავს.
მას თავის არეში 3-4 სანტიმეტრის ჭრილობა აქვს მიყენებული. ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, ის ამბობდა, რომ ზუსტად არ ახსოვს, რა მოხდა - მოულოდნელად დააგდეს და, როგორც ახსოვს, თავში ურტყეს ფეხები.
ხმალაძე ფეისბუკზე წერს იმასაც, რომ თავდამსხმელებმა სახლის გასაღები წაიღეს.
ნადიმ ხმალაძე, - რომელიც უკრაინაში იბრძოდა რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოში 2024 წლიდან დაბრუნდა და აქციებში აქტიურად მონაწილეობს.
ის მონაწილეობდა 4 ოქტომბრის აქციაშიც, რომლის გამოც ათობით ადამიანი დააკავეს. ამ საქმესთან დაკავშირებით ის 11 ოქტომბერს შსს-ში გამოჰკითხეს კიდეც.

 6 days ago
                        8
                        6 days ago
                        8
                    
 
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·