შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გასულ ღამეს რუსთაველის გამზირზე 2 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “მთავარი არხის” ვებგვერდს განუცხადეს, აქციის მონაწილეები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ცნობისთვის, გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე დაკავებულები გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე არიან.