გუშინ მედიაში დაიწერა, რომ კარლო ანჩელოტიმ მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელის პოსტი სეზონის ბოლოს უნდა დატოვოს.
ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, მისი ჩანაცვლების მთავარი კანდიდატი ბაიერ ლევერკუზენის თავკაცი ჩაბი ალონსოა, რომელსაც რეალთან დიდი ისტორია აკავშირებს.
როგორც ირკვევა, ალონსო მადრიდის რეალის პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესის ფავორიტი კანდიდატია და ეს თავად ალონსომაც კარგად იცის.