თუ გსურთ განტვირთვა, კომფორტისა და სიმყუდროვის შეგრძნება და უგემრიელესი ჩაის დაგემოვნება, ჩაის სახლი იდეალური ადგილია თქვენთვის. აქ ყველაფერი ძალიან ლამაზი და განსაკუთრებულია.
მნიშვნელობა არა აქვს ჩაის სახლის რომელ ფილიალს ეწვევით, მიუხედავად იმისა რომ ყველას ერთი იდეა აერთიანებს, თითოეულ ადგილს თავისი ხიბლი აქვს.

ყოველი დარბაზი უნიკალური ატმოსფეროთი გამოირჩევა.
ფერადი ბალიშებით მორთული კომფორტული კუთხეები, მოხატული კედლები, ულამაზესი ხედები… სითბო, სიმშვიდე, სხვადასხვა სახის უგემრიელესი ჩაი…
კლასიკური შავი ჩაი, ნაზი მწვანე, ეგზოტიკური ბალახეული თუ ხილის ჩაი, რომლებიც ყველა გემოვნებას ერგება. ჩაისთან ერთად ჩაის სახლის ბლინები ნამდვილად გაგაოცებთ – ფაფუკი, არომატული და მრავალფეროვანი შიგთავსით.
აქ შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად სასიამოვნოდ გაატაროთ დრო, წიგნის კითხვისთვის მყუდრო კუთხე შეარჩიოთ, ან უბრალოდ დაისვენოთ ყოველდღიური აურზაურისგან…

აქ ყველაფერი შექმნილია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად და მშვიდად იგრძნოთ.
შემოდით, მოკალათდით ფერად ბალიშებში, აირჩიეთ საყვარელი ჩაი და დატკბით სიმშვიდით – ჩაის სახლი გელოდებათ!

დასაჯავშნად დაუკავშირდით შესაბამის ფილიალს

ჩაის სახლი ვერის ბაღში – +995 599 01 85 85
ჩაის სახლი “ნაირ-ნაირი” – +995 598 00 81 18
ჩაის სახლი ქიაჩელზე 4/1 – +995 591 80 11 77
ჩაის სახლი კოსტავაზე – +995 595 33 20 02