ინგლისურ მედიაში წერენ, რომ გიორგი ჩაკვეტაძის ტრანსფერით პრემიერ ლიგის სამი კლუბია დაინტერესებული, ესენია: ვულვერჰემპტონი, ლესტერ სიტი და ევერტონი.
ამ სამიდან გიორგი ყველაზე ახლოს ევერტონთანაა, რასაც არაინგლისური წყაროებიც ადასტურებენ. გუნდი ზამთარში გაძლიერებას შეეცდება და ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ქართველია.
მერსესაიდულ კლუბს სურს, რომ ზამთარში მანჩესტერ იუნაიტედის მცველი ვიქტორ ლინდელოფი დაცვის გასაძლიერებლად, ჩაკვეტაძე კი შეტევაში სივრცის ასათვისებლად და/ან შესაქმნელად დაიმატოს.