გიორგი ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიპის 26-ე ტურის შეხვედრაში, შინ "შეფილდ იუნაიტედი" მიიღო და 1:2 დამარცხდა.
ქართველი შემტევი ნახევარმცველი 26-ე ტურის შეხვედრაში "უოტფორდის" ძირითად შემადგენლობაში იყო. მან 90 წუთი ითამაშა, მაგრამ თავი გოლით ან საგოლე გადაცემით ვერ გამოიჩინა. შეფასების სახით კი 6,9 ქულა მიიღო.
26-ე ტურის შემდეგ "უოტფორდმა" ინგლისის ჩემპიონშიფში 37 ქულა აგროვებს და მე-9 პოზიციაზეა.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.