მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე შესანიშნავად გამოიყურება. ქართველი "ვოტფორდის" ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ჩამოყალიბდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეს სტატისტიკა, 22 მატჩში 1 გოლი და 4 საგოლე პასი, არც თუ ისე შთამბეჭდავია მას უშუალოდ თამაშებში დიდი როლი აქვს.
ამ ყველაფერს კარგად აკვირდება პრემიერ ლიგის რამდენიმე გუნდი, რის შესახებ ინგლისურ მედიაში უკვე არაერთხელ დაიწერა.
"BBC Sport"-ის ეთერში ერთ-ერთმა კორესპონდენტმა ჩაკვეტაძეზე საინტერესო განცხადება გააკეთა:
"გიორგი ჩაკვეტაძე ძალიან დიდი აქტივი და ზღაპრული მოთამაშეა. იქნება რამდენიმე კლუბი, რომელიც მას გამუდმებით დააკვირდება და საბოლოოდ, დიდი ფულის სანაცვლოდ მაინც იყიდის, თუმცა არამგონია უოტფორდი ქართველს იანვარში შეელიოს, ასე რომ, ეს უფრო მომავალი წლის ზაფხულში მოხდება.
თუ ჩაკვეტაძეს შეინარჩუნებენ და 3-4 კარგ მოთამაშეს დაიმატებენ, უოტფორდს გაცილებით კარგი შანსი ექნება პრემიერლიგაში მოსახვედრი პლეი ოფი გაიაროს და წარმატებას მიაღწიოს".