ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ლონდონის ჩელსიმ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს სენტ ეტიენიდან მატის ამუგუ შეიძინა.
როგორც ირკვევა, ლონდონელებს ამუგუს ტრანსფერი 15 მილიონი ევრო დაუჯდებათ, 2026/2027 წლების სეზონის დაწყებამდე კი ფეხბურთელი სტრასბურგში ითამაშებს.
ახალგაზრდა ფრანგმა ფეხბურთელმა ჩელსისთან 8 წლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. როგორც იწერება, ექსპერტები ამუგუში დიდ ტალანტს ხედავენ.