"ჩემთვის მესი ისტორიაში საუკეთესოა" - ლუის ენრიკე პლეიოფის წინ

2 weeks ago 3

დღეს, ჩვენი დროით 20:00 საათზე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის 1/8-ფინალში ერთმანეთს ლიონელ მესის ინტერ მაიამი და ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი შეხვდებიან.

მატჩამდე ლიონელ მესიზე ლუის ენრიკე ასეთ კომენატარს აკეთებს:

ეჭვის გარეშე, მესი ჩემთვის ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. მისი საუკეთესო პერიოდი 10-15 წელი გაგრძელდა, რაც საუკეთესოობის საორიენტაციო ნიშანია. არ უნდა დააკნინოთ ის, რომ მესი ამ ყველაფერს ყოველ სამ დღეში ერთხელ აკეთებდა.


ვარჯიშებზე მინახავს მესი, რომელიც გამაოგნებელ რაღაცებს აკეთებდა. თუ მესის ერთი ფეხბურთელით შევაჩერებთ, ჩვენ მკვდრები ვიქნებით.


ყველამ უნდა დავიცვათ თავი, გუნდურად და კოლექტიურად. ყველა უნდა იყოს მზად ბურთის მისაღებად და გასაცემად.

- ამბობს ენრიკე.

სრულად წაკითხვა