ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ახალ გამოწვევაზე საუბრობს. მისი თქმით, ბრაზილიაში უკვე მეტსახელიც შეარქვეს — კარლინიო, რაც მისთვის სასიამოვნოა.
„ეს დიდი პასუხისმგებლობა და ამავდროულად დიდი ბედნიერებაა. ვეცდები, გუნდი კარგად მოვამზადო,“ — ამბობს ანჩელოტი და ამატებს, რომ მალე პორტუგალიურ ენასაც ისწავლის.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტის დებიუტი ბრაზილიის ნაკრებში 5 ივნისს, ეკვადორის წინააღმდეგ შედგება.