"ჩემი ბავშვობის გუნდი მანჩესტერი იყო" - მათეუშ კუნია

1 month ago 10

მანჩესტერ იუნაიტედში გადასულმა მათეუშ კუნიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი ბავშვობის გუნდი სწორედ მანჩესტერი იყო.

ბავშვობაში ბებიაჩემის სახლში პრემიერ ლიგას ვუყურებდი და ჩემი საყვარელი კლუბი მანჩესტერ იუნაიტედი იყო, რომლის მაისურის ჩაცმაც ჩემს ოცნებას წარმოადგენდა.

- თქვა კუნიამ.

მანჩესტერმა ბრაზილიელი ფორვარდი 62.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდა. გასული სეზონის პრემიერ ლიგაში კუნიამ ვულვზის მაისურით 15 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სრულად წაკითხვა