მმართველი გუნდის მორიგ საკანონმდებლო ინიციატივას შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, მწვავე შეფასებით და გასული საუკუნის რეალობასთან კონკრეტული შედარებებით ეხმაურება ანალიტიკოსი, პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია:
“ჩემს ბავშვობაში იყო ფართო გამოყენების განსაზღვრება “არასანქცირებული მიტინგი”. როგორც ჩანს, სიბერის გზისკენ ისევ ბავშვობას ვუბრუნდები და მალე ისევ გავიგონებ “არასანქცირებული მიტინგი”.
რომ გგონია, ხელისუფლების პოლიტიკურ სიმახინჯეებს რაღაც საზღვრები აქვს, თურმე არ ვაფასებთ სათანადოდ და მათი ფანტაზია ბევრად დიდია.
აკი, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართო და ჩემი ბავშვობის საბჭოთა ტოტალიტარიზმმა კარზე არა მხოლოდ მოაკაკუნა, უკვე სახლშია შემოსული, ქურქიც გაიხადა და ოთახის შუაგულისკენ მიიწევს“, – წერს არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.

1 day ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·