ლა ლიგის მეორე ტურში „ბარსელონამ“ „ლევანტეს“ სტუმრად 3:2 სძლია. მატჩის პირველი ნახევარი ვალენსიელთა უპირატეობით დასრულდა – ისინი 2:0 იგებდნენ.
მიუხედავად ანგარიშისა, მეორე ტაიმში კატალონიელებმა რეაბილიტაცია მოახერხეს და დააქამბექეს - გოლები პედრიმ და ფერან ტორესმა გაიტანეს, ხოლო გამარჯვების მომტანი გოლი ვალენსიელთა ფეხბურთელის საკუთარ კარში დაფიქსირდა.
მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა აღნიშნა: „ჩემი გუნდით ვამაყობ. რთულ მდგომარეობაში მოვახერხეთ დაბრუნება და მნიშვნელოვანი სამი ქულა ავიღეთ. მატჩის მიმდინარეობისას ცვლილებები გავაკეთეთ და ეს გამოცდილება გუნდს ზრდაში დაეხმარება.“