WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

10.09.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

„გირჩის“ („თავისუფალი ხალხის პარტიის“) ლიდერი იაგო ხვიჩია 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას იხსენებს, თუმცა საუბრის დეტალებს არ ახმაურებს. ხვიჩიას თქმით, მას კვლავ სურს ივანიშვილთან შეხვედრა და არ უნდა, მისი ნალაპარაკები „წინ დახვდეს“.

„მას შემდეგ, რაც ჩვენ პარლამენტში შევედით, ჩვენი დაჟინებული მოთხოვნა იყო, გაგვეცნო ბიძინა ივანიშვილი. კვირაში ერთხელ თუ არა, თვეში ერთხელ მაინც მივდიოდი, ძირითადად, მამუკა მდინარაძესთან, ხანდახან ირაკლი კობახიძესთან და ვეუბნებოდი, რომ გამაცანით ის კაცი… მეც მესმის, თქვენც გესმით, რომ ის კაცი არის უფროსი. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, რომელიც ხალხმა პარლამენტში აირჩია და ძალიან მინდა იმ კაცის გაცნობა, რომელიც ქვეყნის რეალური მმართველია. ერთ მშვენიერ დღეს, დამიკავშირდა მამუკა მდინარაძე და მითხრა, რომ შეხვედრა გამოვა. მე ეს ძალიან გამიხარდა“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ „ფორმულას“ ეთერში.

მისი თქმით, შეხვედრა მთაწმინდაზე, ივანიშვილის სახლში შედგა და მას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სუს-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელი, მამუკა მდინარაძე და სანდრო რაქვიაშვილი.

„გრძელდებოდა ერთ საათზე მეტ ხანს. ჩაიარა ძალიან მშვიდ, ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ გარემოში. ბევრ თემაზე ვილაპარაკეთ, როგორც ქვეყნის შიდა სიტუაციაზე, ოპოზიციის და ხელისუფლების ურთიერთობაზე; ვილაპარაკეთ საერთაშორისო ურთიერთობებზე, იმ გამოწვევებზე, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია ზოგადად. მე მაინტერესებდა, პირობითად, იყო თუ არა შესაძლებელი ჩვენი გეგმების [განხორციელება], მაგრამ ამ საუბარმა მაინც გაცნობითი ხასიათის შინაარსი შეიძინა. ერთი შეხვედრის მერე ვერ დავინახეთ რამე კონკრეტული საკითხები, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ამ თემასთან დაკავშირებით. შეიძლება იმიტომ, რომ ერთი საუბარი ამისთვის არ იყო საკმარისი, კიდევ სხვა, მეტი საუბარია საჭირო“, — განაცხადა ხვიჩიამ.

ის ამბობს, რომ რაიმე შეთანხმების და თანამშრომლობის შემთხვევაში, აუცილებლად შეატყობინებდა საზოგადოებას. ხვიჩიამ სურვილი გამოთქვა, ივანიშვილი იყოს პარლამენტში და მსგავსი შეხვედრები ყოველკვირეულად იმართებოდეს და ნაკლებ სკანდალს იწვევდეს.

ხვიჩიას თქმით, ის შეხვდა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც, „ლელოს“ წარმომადგენლებსაც, რამდენჯერმე არის ნამყოფი ექს-პრემიერ გიორგი გახარიას სახლში, თუმცა არცერთი ამ შეხვედრის შესახებ საზოგადოებისთვის არ ყოფილა ცნობილი, იმიტომ რომ არცერთი დასრულებულა კონკრეტული შედეგით.

„ჩვენ კიდევ გვინდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. მე საერთოდ არ მინდა, რომ იმ კაცს ჩემთან ნალაპარაკევი რამე წინ დახვდეს. მე არ ვამბობ, რომ არ ვისაუბრეთ… ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მაგრამ ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ადამიანს შეხვდით, ისაუბრეთ… ამ შეხვედრის შესახებ არ ყოფილა საჯარო ინფორმაცია. ძალიან ბუნებრივია, როდესაც ადამიანები ჯერ ხვდებიან ერთმანეთს არასაჯაროდ, რომ ზედმეტი ხმაური არ გამოიწვიონ, მათ შორის მიდის ბევრი რამის ლაპარაკი, დამუშავება, ან პირველი ნაბიჯით სვლა შეთანხმებისკენ. თუ ეს შეთანხმებაც გამოვა, ცხადია, რომ ჩვენ ამის შესახებ არც არასდროს არ დავუმალავთ ჩვენს მხარდამჭერებს და ზოგადად საზოგადოებას. მგონია, რომ ცოტა უაზრო დისკუსია გამოიწვია იმან, რომ რატომ ხვდებით თქვენ ვიღაცას, თქვენ თუ ვიღაცას ხვდებით, ესე იგი, გადაბირებას ხომ არ აპირებს, ან ხომ არ გადაგიბირათ…“, — თქვა იაგო ხვიჩიამ.

ხვიჩიას თქმით, დედამისმაც ტელევიზიით გაიგო ივანიშვილთან შეხვედრის შესახებ და მისი ოჯახის წევრებიდან მხოლოდ ძმამ და მამამ იცოდა.

„ჩვენი სათათბიროს წევრთა დიდი ნაწილიც ცოტათი გაბუტულია იმის გამო, რომ მათაც რაღაცნაირად არ იცოდნენ, მაგრამ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენგან არ გასულიყო ამ შეხვედრის შესახებ რამე ტიპის ინფორმაცია, არა იმიტომ, რომ რამეს ვმალავდით, არც ახლა არ გვაქვს არაფერი დასამალი. მაგრამ ვინაიდან ასე წავიდა, ვინაიდან ჩვენ კიდევ გვინდა შევხვდეთ, კიდევ გვინდა ეს გავაგრძელოთ, საერთოდ არ მინდა, რომ რამე ისეთი ვთქვა ან ისეთ რაღაცაზე ვილაპარაკეთ-მეთქი საჯაროდ დავასახელო, რაც უბრალოდ არ იქნება მეორე მხარისთვის ან შეთანხმებული, ან მისაღები და ა.შ. იმიტომ რომ ასეთი შეთანხმებით იყო ზოგადად ეს შეხვედრა.

ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. მე ვამბობ ხოლმე, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო-მეთქი. ასევე ჩემი ცხოვრების მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა იყო მიხეილ სააკაშვილს რომ შევხვდით ციხეში. მე ძალიან ვამაყობ იმითი, რომ ეს შეგვიძლია ჩვენს პარტიას, რომ შევხვდეთ როგორც მიხეილ სააკაშვილს, ისე ბიძინა ივანიშვილს და მე ვფიქრობ, რომ ეს არის გასაღებიც და გამოსავალიც ამ ქვეყანაში, რომ ამ ხალხმა ერთმანეთთან ლაპარაკი შეძლოს, ჩვენმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთმანეთთან ლაპარაკი შეძლოს და მე მინდა, რომ, რა ვიცი, კიდევ საჯაროდ ვთქვა, რომ მე ისევ მზად ვარ შევხვდე ქართულ  პოლიტიკის მოთამაშეებს ყველას, ნებისმიერ გარემოში, ნებისმიერი პირობებით, გარდა იმისა, რომ ღია ტყუილის თქმა არ მომიწიოს“, — განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მან მადლობა გადაუხადა მამუკა მდინარაძეს და ირაკლი კობახიძეს შეხვედრის ორგანიზებისთვის.

„გირჩი“ ივანიშვილს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ შეხვდა