„ჩემმა მეუღლემ გაკოტრების პირამდე მიმიყვანა, ეს იყო ღალატი!“ – რა განსაცდელს გაუძლო ცნობილმა დიზაინერმა, ნანა მელქაძემ

2 days ago 1

„ჩემმა მეუღლემ გაკოტრების პირამდე მიმიყვანა, ეს იყო ღალატი!“ - რა განსაცდელს გაუძლო ცნობილმა დიზაინერმა, ნანა მელქაძემდიზაინერმა ნანა მელქაძემ ბოლო 6 წელიწადში ძალიან ბევრი განსაცდელი გამოიარა. იყო მტრობა, შური, ღალატი… ამ ყველაფერზე ის „სარკესთან“ გულახდილად ყვება:

-მე და ჩემს ქმარს დიდი ხნის ოჯახი გვქონდა და ორივე ერთმანეთს შევციცინებდით თვალებში. ერთ დღეს კი ისეთი განსაცდელი დამატყდა თავს, კარგა ხანს გონს ვერ მოვედი. ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. ეს იყო ღალატი და დიდი გეგმა ჩემი გაკოტრებისა. მართლა გაკოტრების პირას მიმიყვანა ჩემმა მეუღლემ და მისმა სანათესავომ, საძმაკაცომ…

ღალატი თავზე მეხის დაცემას ჰგავს. გავშეშდი, გავოგნდი, ვერ ვიჯერებდი… საშინლად მომექცა… ახლაც იბრძვიან ჩემი ქონების მისატაცებლად. ბოლო 6 წელში ისეთი ომი გავიარე… ჩემი მეუღლე რომ ნორმალურ ადამიანთან ყოფილიყო, მშვიდად ვიქნებოდი. იმ ქალმა და თავისმა საახლობლომ დასვა ნულზე. არადა რესტორანი გვქონდა ერთად მე და ჩემს ქმარს დასავლეთ საქართველოში და საკმაოდ დიდი შემოსავალიც ჰქონდა. თავიდანვე ვიცოდი, რომ ის ქალი გაანადგურებდა, კი არ ეყვარებოდა, ეს კი კისერს მოიმტვრევდა და ასეც მოხდა _ ორივემ ცუდად დაასრულა ეს ამბავი. ჩემი ყოფილი მეუღლე ამჟამად ციხეშია.

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ „სარკის“ 13-19 აგვისტოს ნომერში

სრულად წაკითხვა