"ჩემმა შვილმა დაბადა კენჭები, ხვდებით, ბავშვი რამდენი ხანი იყო მარტო, უყურადღებოდ? აყვანილი მყავს ადვოკატი! ბაღიდან არავინ დაინტერესებულა როგორაა ლუკა" - მშობელი მარიამ ქლიბაძე თბილისის ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
როგორც მარიამ ქლიბაძე ამბობს, მისმა შვილმა ბაღში კენჭები პერსონალის უყურადღებობის გამო გადაყლაპა. ის ასევე საბავშვო ბაღის პერსონალის მხრიდან უყურადღებობის სხვა ფაქტებზეც წერს.
"საბავშვო ბაღი "ნევერლენდი" (არ ვწერ უსაფუძვლოდ, ყველაფრის ფაქტი მაქვს).
გულგრილობა და უყურადღებობა ყოველთვის შესამჩნევი იყო თითქოს, თუმცა გუშინდლამდე არავინ გამოთქვამდა მკაფიო უკმაყოფილებას და მხოლოდ მე არ მინდოდა გამოვჩენილიყავი "პრეტენზიული"... რაზეც აქამდე ყურადღება არ გამიმახვილებია, ახლაც არ ვიტყვი რამეს, მაგრამ რაზეც მკაფიო შენიშვნა დავაფიქსირე და ვითხოვე მეტი ყურადღება, თქვენც გაგიზიარებთ.
1. 5-6 ბავშვი მასწავლებელმა დატოვა ოთახში მარტო (საპირფარეშოში გავიდაო). ბავშვები ერთმანეთს კრავდნენ ხელს, ამ დროს ლუკას ისე კრეს რომ მაგიდის კუთხეს ჩამოკრა თავი, საფეთქელი რომ ჩამოერტყა? თვალი რომ ჩამოეერტყა? რომ ვიკითხე სად იყო მასწავლებელი? - საპირფარეშოშიო... მესმის, შეიძლება ყავაც დაელია, შეიძლება ტელეფონზეც ესაუბრა, მაგრამ ბავშვები მარტო არ უნდა დარჩენილიყვნენ და უნდა დაეტოვებინა ზრდასრული...
მე და ჩემმა მეუღლემ ბევრჯერ ვიფიქრეთ ბაღის შეცვლა, მაგრამ თავს ვიკავებდით, გვინდოდა ლუკა ერთ გარემოში გაზრდილიყო! და არ გვერბინა ბაღიდან-ბაღში. ამიტომ ჩვენ ყოველ ჯერზე არაგამაღიზიანებლად ვთხოვდით მეტ სიფრთხილეს და ყურადღებას...
2. ლუკას ცხვირზე და ხელზე ჰქონდა ნაკაწრი. ვიფიქრე, ბავშვმა დაკაწრა… ნუ ვიფიქრე ყველაფერზე ხომ არ დავრეკავ ბოლო-ბოლო და გავაგრძელე ლუკასთან თამაში. ჩვეულებისამბერ 20:30 სთ-ზე შევდივართ სააბაზანოში მოსაწესრიგებლად და რას ვხედავ, ბავშვი არის ყველგან ჩაჩეხილ-ჩაკაწრული... ვრეკავ და ვკითხულიბ. პასუხს ვერავინ მცემს, არავინ იცის ბავშვი ყველგან დაკაწრული რატომ არის... კამერები გინდ ყოფილა გინდ არა, ეზოში ხეები ეფარება. ერთ მხარეს საერთოდ არ აქვთ კამერები (ერთხელ საძინებელში შეხედვა მინდოდა, რადგან ლუკა ძალიან ნამტირალები მოვიყვანე, ხმა ქონდა ჩახლეჩილი) და ბრძანეს, საძინებლის კამერებს ვერ განახებთო, არ შეიძლება სხვა ბავშვების უფლება ირღვევაო, ჰაჰ...
როგორ მაშინვე არ დავაზუსტე, ვინ იცის რამდენჯერ მოცხეს. კამერებს როცა რაღაც ხდებოდა, ვამოწმებდი, მაგრამ ვაი, რაღაცები წაშლილი იყო. ბავშვები შტეფსელებთან მიდიანო და თიშავენო (რა უნდა ბავშვსს შტეფსელთან ხალხო?!) დასაკეტია ეს ბაღი.
მოკლედ, ვარაუდით, ბავშვი ჩაიჩეხა ბროწეულის ხეებში. და ისიც გამორკვევის მერე, ალბათ, ბროწეულებში ჩაიჩეხაო.
3. მესამე ფაქტი. მაგრამ ამით არ სრულდება.
რამდენიმე დღით ადრე ლუკამ აიტკია მუცელი, ბაღში არ უჭამია, არ დაუძინია და მუცელი ტივაო ასე გვითხრაო.
მეორე დღეს ბავშვმა დაბადა 2 მოზრდილი კენჭი, უფრო ქვა. აჩის ვუთხარი, წამოდი მესამეც არ ჰქონდეს გადავუღოთთქო და ამ დასხივებაზე ხო დავისიცხეთ. 3 წლამდე ისე მოვიყვანე ჩემი შვილი "ნუროფენი" - "პანადოლის" კომბინაციის გარდა, წამალი არ მიუღია. რას ვხედავ 7 კენჭი კიდევ... ხვდებით, ბავშვი რამდენი ხანი იყო მარტო, უყურადღებოდ. ფიზიკურად ამ ზომის კენჭებს ერთბაშად ვერ გადაყლაპავ, გადაგცდება, ბრონქებში მოხვდება… ისეთი გართულება მოყვება, შეიძლება ლეტალურადაც დასრულდეს.
2 კვირა სახლში გვყავდა. ვითვლიდით ამ კენჭებს, ვიქექებოდით ფეკალიებში - აბა, ხომ არ დავასხივებდი ყოველდღე, ისედაც დანიშნული გვქონდა რენტგენი და ამდენჯერ დასხივება არ გვინდოდა. ვასმევდი "მაკროპეგს" ( დაგილევიათ საფაღარათო? იცით, რა მტკივნეულია)… მივედი ისევ თხოვნით, არ გვინდა გარემოს გამოცვლა, გთხოვთ, თუ რამე მეტი იქნება საჭირო, მაგასაც გავაკეთებთ (რამ მიმიყვანა, რატომ მეგონა, რომ მიაქცევდნენ ყურადღებას).
მივიყვანეთ, ვთხოვეთ და მისვლიდან მეორე დღეს ისევ იგივე, არ ჭამაო, არ დაიძინაო... სახლში თქვა მუცელი ტივა, მუცელი ტივა და წავიყვანეთ. მეთქი ხომ არ გაიჭედა (ბოლო 2 დაგვრჩა).
რა გაიჭედა კიდევ 20 დაუმატებია, არ მივიყვანე ბავშვი ბაღში ძლივს!!!!! ღამე იყო არ დავურეკე. 23:30 სთ-ზე რომ გადავუღეთ. მივედი მეორე დღეს და ვუთხარი ჩემი შვილის მდგომარეობის მიხედვით მოგთხოვთ პასუხს მაგრამ არა, უპასუხოდ არ წავალთქო....
-------------------------------------------------
ჩემი გუშინდელი პოსტის შემდეგ გამომეხმაურა ორი მშობელი, რომელთა სახელს და გვარს არ ვასახელებ, მაგრამ ორივე მშობელი მიუთითებს უყურადღებობაზე. ასევე თავისი გამოცდილება გამიზიარა საჯაროდ მედეა ადამიამ ამ ბაღზე.
ბავშვი ჩემთან ერთად არანაირ კენჭებს და სისულელეებს არ იდებს პირში, მაგრამ ბაღში არის ბავშვი, ვინც პირში იგროვევს კენჭებს. ასე მითხრეს იქ, მაგრამ არ ყლაპავს. დარწმუნებული ვარ, ამ მიგდებულობის ფონზე, ნახევარი მაინც ბავშვების ყლაპავენ ამ კენჭებს.
მაგრამ დილა-საღამოს იხადონ მადლობები რომ არ გადაცდა…. და ახლა დილა-საღამოს ილოცონ, რომ ბავშვმა ყველა კენჭი დაბადოს, რომ შეუმსუბუქდეთ დანაშაული.
თუ რამე გამომრჩა, ჩავამატებ… მეტის წერის თავი არ მქვს. მორალურად მომკლეს. ა, ჰო, რომ ვუთხარი, შენი შვილი ცუდად რომ იყოს, რას იზამდითქო და გავგიჟდებოდიო...
ბაღიდან არავინ დაინტერესებულა როგორაა ლუკა, პირიქით გააძლიერეს მარკეტინგის ჯგუფი და "ედს მენეჯერით" არეკლამებენ ("ბუსთავენ") ვიდეოს. ვიდეოს, სადაც რომელიღაცა არხი (სადაც სარეკლამოდ ფული გადაიხადეს) როგორ აშუქებს ამათ საბურთალოს ფილიალს… სამარცხვინოები!
აყვანილი მყავს ადვოკატი..." - წერს მარიამ ქლიბაძე.
წყარო: palitravideo.ge
sport24