ჩემპიონთა ლიგის წინ - რეალ მადრიდს ბელინგემი და კამავინგა დაუბრუნდა

7 hours ago 1

მადრიდის „რეალს“ სასიხარულო სიახლე აქვს — ჯუდ ბელინგემი და ედუარდო კამავინგა დაბრუნდნენ და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში „მარსელთან“ მატჩისთვის განაცხადში მოხვდნენ.

ბელინგემი მხრის ოპერაციის შემდეგ ორ თვეს იუქმებდა, კამავინგა კი აპრილიდან მყესის ტრავმის გამო ვერ თამაშობდა. ჯერჯერობით უცნობია, რა დროით შეძლებენ მოედანზე ყოფნას, თუმცა მათი გამოჩენა უკვე მნიშვნელოვანი გაძლიერებაა.

შეგახსენებთ, „რეალი“ 16 სექტემბერს „მარსელს“ უმასპინძლებს.

სრულად წაკითხვა