2
ამ წუთებში, ჩხრეკა მიდის ერთ-ერთი აქტივისტის, ნიკოლოზ ლაცაბიძის სახლში, რომელსაც რეჟიმი საპროტესტო ტრანსფარანტების გაკეთებას ედავება. ნიკოლოზ ლაცაბიძე 5-ის ნახევარზე გაუჩინარდა. მას მეგობრები ამ დროის განმავლობაში ეძებდნენ.
მეგობრების თქმით, პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ისე ატარებდა, რომ ახალგაზრდას ახლობლებთანაც არ დაარეკინეს.
ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდა მამაც, რომელსაც სამართალდამცველებმა მხოლოდ ეზოში შესვლის უფლება მისცეს. სახლთან იმყოფებიან ლაცაბიძის მეგობრებიც.
როგორც ლაცაბიძის მამა “პირველებთან” ამბობს, მის შვილს რეჟიმი აქციებზე დგომის გამო სჯის.
დღესვე პოლიციამ ვაჟას ფშაველას გამზირიდან გაიტაცა დათო ფუთურიძე. მეგობრები ყვებიან, რომ 12 საათიდან აქტივისტი გატაცებული იყო. ჩხრეკა მიმდინარეობს ასევე მის სახლშიც.
დათო ფუთურიძე აიყვანა პოლიციამ, მის სახლს ჩხრეკენ, ვეძებთ ნიკოლოზ ლაცაბიძეს… – ანი ბედელაძე