“ჩემს ძმას გუშინ ფოსტიდან მოუვიდა შეტყობინება, ვერ შევიკავე ცრემლები" - რას ჰყვება მანიკა ასათიანი

3 weeks ago 6

მანიკა ასათიანი ემოციურ ვიდეოს ავრცელებს:

“მოკლედ მეგობრებო, აჩუყებული მაქვს გული, ამბავი არის ასეთი, კვირის პალიტრას 25 წლის წინ ჰქონდა ასეთი აქცია, იყო გაზეთში ცარიელი გვერდი სადაც უნდა დაგვეწერა წერილი და გაგვეზავნა ადრესატისთვის, რომელსაც ის მიიღებდა 25 წლის შემდეგ.

ჩემს ძმას გუშინ ფოსტიდან მოუვიდა შეტყობინება, რომ მის სახელზე მოვიდა წერილი, ოჯახში იყო გარჩევა ვისი დაწერილი შეიძლებოდა ყოფილიყო წერილი, მე არ მახსოვდა რომ ეს წერილი დავწერე მე.

25 წლის წინ, როცა ამ წერილს ვწერდი ვიყავი რვა წლის, არ ვიცი, ვიღაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ იმდენად ემოციური იყო ამ წერილის წაკითხვა. უბრალოდ მინდოდა რომ მადლობა მეთქვა კვირის პალიტრისთვის.”- ამბობს მანიკა ვიდეოში

სრულად წაკითხვა