ჩეხეთში ანდრეი ბაბიშს პრეზიდენტმა მთავრობის შექმნა დაავალა

3 days ago 6

ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ ანდრეი ბაბიშს მთავრობის ფორმირება დაავალა.

პაველის პრესსპიკერმა ეს განცხადება პრაღაში ორი პოლიტიკოსის შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ოქტომბრის დასაწყისში ჩატარებულ არჩევნებში ბაბიშის მემარჯვენე პოპულისტურმა პარტია ANO-მ დაახლოებით 34 პროცენტით არჩევნები მოიგო, მაგრამ უმრავლესობისთვის პარტნიორების ძიებაშია. ბაბიში პოლიტიკური სპექტრის ორ მემარჯვენე პარტიასთან - ახალ, ავტომძღოლების პარტია „მოტორისტე სობიესა" და "თავისუფლებისა და პირდაპირი დემოკრატიის" ჯგუფთან - ერთად ცდილობს კოალიციის შექმნას. სამივე პარტიას ერთად წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა ექნებოდა.

საარჩევნო კამპანიის დროს ბაბიშმა, რომელსაც ადრე უკვე ეკავა პრემიერის პოსტი, სხვა საკითხებთან ერთად, განაცხადა, რომ შეაჩერებს უკრაინაში იარაღის მიწოდებას და განმარტა, რომ პრაღას ნატოს ფარგლებში შეაქვს თავისი წვლილი უკრაინის დახმარებაში. აქამდე ჩეხეთი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო.

სრულად წაკითხვა