“ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე” – მიხეილ სააკაშვილი

8 months ago 13

საქართველოს მე-3 პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს პოლიტიკოსებს მიმართავს და ტექნოკრატიული მთავრობის შექმნას სთავაზობს:

,,ჩვენი, პოლიტიკოსების ამოცანა ახლა არის, გავერთიანდეთ! მე 2020 წელსაც მხარს ვუჭერდი ერთიანი სიის შექმნას და მხარს ვუჭერთ ახლაც, რომელიც ტექნოკრატიულ მთავრობას შექმნის, წინასწარ გამოცხადებას ამ ტექნოკრატიული მთავრობის, რომელიც მიმართული იქნება ევროპაზე, გარდამავალი პერიოდის აღებას არჩევნების მერე.

ახლა მთავარია, რომ რუსული რეჟიმი მოვიშოროთ და რუსეთის აქ შემოსვლის საფრთხე გავანეიტრალოთ! იმიტომ, რომ რუსეთი ცდილობს შიგნიდან გამოგვჭამოს, ჩვენს ოჯახებში არის შემოსული და იქიდან გვანგრევს. აი ეს უნდა განეიტრალდეს ჩვენი ერთიანობით.

ახლა ყველამ გვერდზე უნდა გადავდოთ ყველანაირი ამბიციები, კუდაბზიკობა, ცხვირაწეულობა, წყენა… მეც ძალიან ბევრი მაქვს საპრეტენზიო ბევრ ადამიანთან, რომლებმაც ხელი შეუწყვეს ამ უბედურების ხელისუფლებაში მოსვლას, მაგრამ ახლა ამ პრეტენზიების დრო არ არის, რადგან ყველანი ისტორიის სწორ მხარეს ვდგავართ.

ამიტომ ჩვენ გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი
ნინი ხიჯაკაძე

სრულად წაკითხვა