ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს პოლიტიკური პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე:
“არ ვცნობთ და არალეგიტიმურია რაც ახლა ხდება, არ ვცნობთ იმ ე.წ. პარლამენტში დაგეგმილ კლოუნადას, ყაველაშვილი კლოუნის ასარჩევად და ძალიან მნიშვნელოვანი:
ჩვენ ვაღიარებთ ერთადერთ ლეგიტიმურ ინსტიტუციას, – ეს არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელსაც აქვს სრული ლეგიტიმაცია და მას ვთვლით ქართველი ხალხის წარმომადგენლად, რაც არ უნდა მოხდეს 14 დეკემბერს და რა პროცედურაც არ იყოს.
13-შიც და 14-შიც, რაც შეიძლება ბევრნი უნდა ვიყოთ და პროტესტმა ახალი ახალი მასშტაბი შეიძინოს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.