ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, რობერტ ფიცო – ფულისთვის – ზელენსკი

2 weeks ago 19

ჩვენ ვიბრძვით ჩვენი სიცოცხლისთვის, ფიცო იბრძვის ფულისთვის და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს ფული სლოვაკეთისთვის იყოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და რუსეთის ლიდერ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას ეხმაურება.

მისი თქმით, პუტინთან ჩრდილოვანი შეთანხმებები ან სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობაა, ან პირადი სარგებლისთვის მუშაობა.

„ჩვენ მას შევთავაზეთ გადაწყვეტილებები სლოვაკებისთვის პოტენციურ კომპენსაციასთან დაკავშირებით – კონკრეტულად სლოვაკებისთვის – რუსული ტრანზიტისგან მიღებული ზარალისთვის, ასევე ტრანზიტის ალტერნატივები – ნებისმიერი სხვა გაზი, არა რუსული, ევროკომისიის მოთხოვნით. ჩვენ მზად ვიყავით ამის გასაკეთებლად. ფიცოს სლოვაკებისთვის კომპენსაცია არ სურდა და მას არ სურს ევროკომისიასთან თანამშრომლობა. რატომღაც მოსკოვი უფრო მომგებიანია. ევროპაში ყველას ესმის რატომ. არ არსებობს ადამიანი, ვისაც ეს არ ესმოდეს“, – წერს ზელენსკი.

ცნობისთვის, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო სამუშაო ვიზიტით რუსეთში იმყოფებოდა და რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდა.

სრულად წაკითხვა