,,ჩვენ ირმას რამდენიმე წუთით ადრე ვესაუბრეთ, სახლში ბრუნდებოდა და…“ – რას იხსენებს მარიამ გაფრინდაშვილი უმძიმესი ტრაგედიის შესახებ?

1 hour ago 4

ჟურნალისტმა მარიამ გაფრინდაშვილმა პოდკასტში “ვიკასთან” დის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ ისაუბრა.

,,მძღოლს ჰქონდა კილომეტრ ნახევარი გასავლელი, მეტი არა. მთვრალი რომ არ ყოფილიყო, არ მოხდებოდა, იმ ტრაგედიაში არ იქნებოდა არც თვითონ ეს ადამიანი და დღეს ჩემი და შეძალოა ცოცხალი ყოფილიყო.

დედას და მამას ვერაფერს ვერ ვეუბნები… ვებუნები იმას, რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სანდროსთვის და ლევანიკოსთვის, რადგან მათ ყველაზე მეტად სჭირდებათ, დედა არ ჰყავთ, რომელზეც იყო ორივე ჩამოკიდებული და ჩვენ ყველა.

ჩემმა მშობლებმა, როდესაც ეს ტრაგედია დატრიალდა, ჩვენ ირმას რამდენიმე წუთიდ ადრე ვესაუბრეთ, სახლში ბრუნდებოდა და შვილისთვის მოჰქონდა რაღაცები. სანდროსთვის ჰქონდა ნაყიდი რაღაცები. არ გვიპასუხა და ცოტა ხანში გავიგეთ, რომ ეს ტრაგედია დატრიალდა. ჭიათურაში მოხდა ეს ამბავი. მე როდესაც ჩავედი და გავარკვიეთ, რა მოხდა, ჩემმა მშობლებმა, ჩემი აზრით უკიდურესი დიდსულოვნება გამოიჩინეს და მათ ასე საჩივარი და ბიჭის დასჯა არ მოუთხოვიათ. მე არ ვიცი როგორ მოვიქცეოდი, რადგან ეს ბიჭი იყო ნასვამი, მას არ ჰქონდა მართვის უფლება, თუმცა ის ადგილზე დააკავეს, რადგან ჩემი და ადგილზე გარდაიცვალა. თავადაც მედიკოსი იყო ჩემი და, მიშველეც კი ვერ დაიძახა. მას აქვს 60-მდე დაზიანება მიყენებული.

ჩვენ რომვ მოვითხოვოთ, მას არ გამოუშვებენ, თუმცა, ჩემი მშობლების პოზიციაა, რომ კანონი გადაწყვეტს კანონი. საერათოდაც, მე ვფიქრობ, რომ ის ისედაც დასჯილია, რადგან მთელი ცხოვრება უნდა ატაროს ეს ტვირთი.

ის ირმას იცნობდა ძალიან კარგად, ჭიათურა პატარა ქალაქია. ის იმყოფება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ელოდება განაჩენს…

თავიდან, როცა ნახა, რომ მთვრალი იყო, არ ჩაუჯდა. ირმა მეგობართან ერთად იყო და წუთნახევარში უთხრა, მთვრალი როგორ უნდა გავუშვაო, რადგან პატარა ბიჭია ისიც, სადღაც ირმას შვილის ასაკის და მობრუნა და მერე ჩაუჯდა და 30 წამში… თქვა, რამე რომ დაემართოს არ ვაპატიებო, დაურეკა და 30 წამში რაღაც ისეთი მანევრი შეასრულა, რომ ირმა ადგილზე გარდაიცვალა. ავტომობილში კიდევ ორი ადამიანი იყო და რა კარგია, ორივე მათგანს დაზიანებაც არ აქვს… ფეხით რომ წამოსულიყო, სახლში იქნებოდა ზუსტად ხუთ წუთში”, – ამბობს მარიამ გაფრინდაშვილი.

სრულად წაკითხვა