“ტვ პირველის" ჟურნალისტ, მაკა ჩიხლაძეზე თავდასხმა განხორციელდა.
შემთხვევა გუშინ, საპროტესტო აქციის გაშუქებისას მოხდა, როდესაც ის პირდაპირ ეთერში ერთვებოდა. ოპერატორს თავი აქვს გატეხილი.
აღნიშნულთან დაკავშირებით ნოდარ მელაძე საუბრობს:
“ჩვენ რომ მოგვკლავენ, მერე ნეკროლოგების წერა და ცრემელების ღვრა არ დაიწყოთ! ასეთ ქვეყანას, აშენებთ თქვენ!!!
ვინც ახლა ჩვენთვის, მოვალეობის მოხდის მიზნით გამოცხადებული სოლიდარობის შემდეგ, ხვალ ისევ ამ რეჟიმის სამსახურში ჩადგებით!“- ამბობს ნოდარ მელაძე.