“ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი” – შალვა პაპუაშვილი

1 week ago 3

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მწვავე პოზიციას აფიქსირებს ევროკავშირთან მიმართებაში და აცხადებს, რომ ეს გაერთიანება აცდენილია ევროპულ ღირებულებებს და მათი ბიუჯეტიდან საქართველოში ექსტრემიზმი ფინანსდება:

ფაქტია, რომ ბრიუსელი დღეს აბსოლუტურად აცდენილია ევროპული ღირებულებების ყველანაირ გაგებას.

ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ, სამწუხაროდ, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ.

მართლაც გასაკვირი და გასაოცარია – რა შევუკვეთეთ და რა ჩამოვიდა.

ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სრულად წაკითხვა