"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა" -| თემურ ჭყონია

3 hours ago 1

"ჩვენზე დგას ეს ქვეყანა... ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში... ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადამწყვეტი ფორმულა", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, თემურ ჭყონიამ  განაცხადა.

"როდესაც სახელმწიფო საუბრობს, რომ ეკონომიკის ზრდა არის 6% და პარლამენტი ტაშს უკრავს უნდა გადმოიხედონ ჩვენკენ. ვინ აკეთებს 6%იან გზას. ვისი ბექგრაუნდიდთ საუბრობენ, რომ მომავალი წელი ამდენი წარმატება გვექნება -ჩვენით მეგობრებო. ის, რომ პარლამენტი ხელფასებს იმატებს და ჩემთვის გაურკვეველია, რა ფორმულით და რატომ მოიმატეს. ჩვენ ხარჯზე. ჩვენ ვიხდით უშველებელ თანხებს ბიუჯეტში. დღევანდელი მონაცემებით, ახალი არჩევნები არის დღევანდელი მოცემულობის გადაწყვეტის ფორმულა", - განაცხადა თემურ ჭყონიამ.
 
თავისუფალი ბიზნესის წარმომადგენლები საგანგებო შეხვედრას მართავენ. სასტუმრო "შერატონში" ბიზნესმენები უკვე ერთი საათია ქვეყანაში შექმნილ კრიზისზე და მისი თავიდან აცილების მეთოდებზე მსჯელობენ. 

წყარო: ​newposts.ge​​​

სრულად წაკითხვა