"ჩვენთვის ახალს ვერაფერს იზამენ" - ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოზე

5 days ago 3

საქართველოს ნაკრები მუნდიალის შესარჩევში რიგით მე-2 შეხვედრას ზეგ, დინამო არენაზე ბულგარეთის წინააღმდეგ გამართავს.

მატჩამდე ორი დღით ადრე საქართველოს ნაკრებზე კომენტარს ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გეორგი ივანოვი აკეთებს:

ვიცით, რომ საქართველო ესპანეთივით ძლიერი არ არის და სხვაობა არსებობს, მაგრამ მათ პროგრესი აქვთ და წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება.


საქართველოსთან ჩვენ ადრეც გვითამაშია და კარგად ვიცით მათი ძლიერი მხარეები. ამიტომ, მეტოქე ისეთს ვერაფერს დაგვახვედრებს, რისთვისაც მზად არ ვიქნებით.

- თქვა გეორგი ივანოვმა.

სრულად წაკითხვა