"ჩვენი სურვილია მარტის თამაში "დინამო არენაზე" გაიმართოს” - თქვა სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, სომხეთის წინააღმდეგ ჩასატარებელი თამაშის მასპინძელი სტადიონის შესახებ საუბრისას.
"პროცედურულად, როდესაც ნაკრებს თამაში აქვს უეფას მოთხოვნის შესაბასმისად რამდენიმე თვით ადრე იგზავნება ინფორმაცია თუ სად ჩავატარებთ საშინაო თამაშს. ჩვენი სურვილი ყოველთვის და ახლაც არის ვითამაშოთ ისეთ სტადიონზე, რომელიც ტევადობით უფრო დიდია, ასეთი კი არის „დინამო არენა“. ეს სურვილი ჩვენ ადრეც არაერთხელ დავადასტურეთ და ეს მუდამ ასე იქნება. უეფას მოთხოვნაში „დინამო არენა“ მივუთითეთ, რაც ადასტურებს ჩვენს მზაობას, რომ იქ ვითამაშოთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თამაში იქ ჩატარდება. სტადიონის ადმინისტრაციას მოვუწოდებ, რომ უზრუნველყონ მისი გამართვა, რათა მარტის თამაშისთვის ვიქირაოთ მათგან მთლიანი მოცულობით და რაც მთავარია უსაფრთხოდ. ჩვენ დაველოდებით თუ რა სამუშაოები ჩატარდება და არსებული პრობლემები იმედია მალე აღმოიფხვრება, რაც მოგვცემს მარტში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩასატარებელი თამაშის უსაფრთხოდ გამართვის შესაძლებლობას" (bm.ge)
- ამბობს კობიაშვილი.