ჩინეთის საპირწონედ, ვაშინგტონმა ელექტრომობილების ბატარეის წარმოებისთვის $3 მილიარდი გამოყო

1 month ago 41

ელექტრომობილებისთვის და სხვა ელექტრონიკისთვის საჭირო ბატარეების წარმოებაში, ჩინეთის გლობალური დომინანტური როლის შესამცირებლად, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ $3 მილიარდი გამოყო ამერიკული კომპანიებისთვის. ამ ნაბიჯით თეთრი სახლი ცდილობს, ქვეყნის შიგნით ელექტრომიბილებისთვის საჭირო მაღალტექნოლოგიური ბატარეების წარმოება გაზარდოს.

გრანტი 14 შტატში 25 პროექტს დააფინანსებს. მათ შორის, არჩევნებში მერყევ ისეთ შტატებში, როგორიც მიჩიგანი და ჩრდილოეთ კაროლინაა და ასევე ოჰაიოში, ტეხასში, სამხრეთ კაროლინაში და ლუიზიანაში.

20 სექტემბერს გამოცხადებული გრანტები ელექტრომობილების ბატარეების დაფინანსების მეორე რაუნდს წარმოადგენს და ის 2021 წელს მიღებული, ინფრასტრუქტურის ორპარტიული კანონის საფუძველზე ხდება. პირველ რაუნდში 14 პროექტზე 1.8 მილიარდი დოლარი განაწილდა და ის პროექტები მუშაობს.

გრანტების მთლიანი თანხა 2022 წლის ოქტომბერში გამოცხადებულთან შედარებით შემცირებულია, რაც ზოგიერთი პროექტის დახურვის ან აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ ხანდახან ხანგრძლივი მოლაპარაკებების დროს უარყოფის შედეგია.

გრანტის თანხა ბაიდენის ადმინისტრაციის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია, როგორც საკვანძო ელემენტი მათი სტრატეგიისა - შენელდეს კლიმატის ცვლილება და ამერიკული საწარმოო პოტენციალი გაიზარდოს. კომპანიები, რომლებიც გრანტებს იღებენ, ლითიუმის, გრაფიტის და ბატარეების სხვა მასალების გადამუშავებას ახდენენ, ან ელექტრომობილებში გამოყენებულ კომპონენტებს აწარმოებენ.

სრულად წაკითხვა