ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერლა.
„გურია ნიუსის“ ინფორმაციით, შემთხვევა ოზურგეთი-ჩოხატაურის ცენტრალურ გზაზე, სოფელ გორაბერეჟოულთან მოხდა.
როგორც ცნობილი ხდება, დაღუპულია ექიმი.
„მეუღლესთან ერთად მოდიოდა, საჭესთან მეუღლე იჯდა. მანქანა მოცურებულა და ხეს შეჯახებია. ექიმი უმძიმესი მდგომარეობით კლინიკაში გადაუყვანიათ, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მისი მეუღლე კი ინფარქტით და ფილტვის დაზიანებით ქუთაისში გადაიყვანეს“, – ამბობს სააგენტოსთან წყარო.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.