WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ჩრდილოეთ კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო გემმა კატასტროფა განიცადა, რასაც სულ მცირე, შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ნაწილობრივ აღიარებული ჩრდილოეთ კვიპროსის რესპუბლიკის დე ფაქტო მთავრობის პრემიერმინისტრმა უნალ უსთელმა ტელეკომპანია CNN Turk-ს განუცხადა.

სამგზავრო გემი, რომლის ბორტზეც დაახლოებით 270 ადამიანი იმყოფებოდა, საპორტო ქალაქ კირენიიდან გასვლიდან მალევე გადაბრუნდა.

სანაპირო დაცვა და სხვა სამაშველო ჯგუფები 20-ზე მეტ ადამიანს კვლავ ეძებენ, განაცხადა უსთელმა. დანარჩენი მგზავრები უკვე უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. ხელისუფლების ცნობით, ბორანი სამხრეთ თურქეთის ქალაქ მერსინისკენ მიემართებოდა. უბედური შემთხვევის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მედიის ცნობით, ზღვაზე შტორმი იყო, როდესაც კატამარანი გადაბრუნდა.

კვიპროსი 1974 წლიდან გაყოფილია. თურქეთი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ცნობს 1983 წელს გამოცხადებულ ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკას. დე იურე მთელი კუნძული 2004 წლიდან ევროკავშირის წევრია, თუმცა ეს რეალურად ჯერჯერობით მხოლოდ სამხრეთ ნაწილში მდებარე ბერძნულენოვან კვიპროსის რესპუბლიკაზე ვრცელდება.