იცოდე შენი წნევის შესახებ!#post_seo_title

ჰიპერტენზია – მოკლე მიმოხილვა, „ჰიპერტენზია – ჩუმი მკვლელი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალური საფრთხე’’

ჰიპერტენზია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას
წარმოადგენს მსოფლიოს როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ქვეყნებში. მისი
გავრცელება ცალკეულ ქვეყნებში 5%‐დან 71%‐მდე ვარირებს. ჰიპერტენზია მაღალი
პრევალენტობით ხასიათდება როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე მოსახლეობის
სხვადასხვა ჯგუფებში (მამაკაცები, ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები,
მოზარდები და ა.შ,) და გულსისხლძარღვთა დაავადებების ძირითად რისკის ფაქტორს
წარმოადგენს. ჰიპერტენზიის გავრცელება მატულობს ასაკთან ერთად: 60‐69 წლის ასაკის
პირთა დაახლოებით ნახევარს და 70 წლის პაციენტთა თითქმის სამ მეოთხედს
ჰიპერტენზია აღენიშნება.

ჰიპერტენზიის, როგორც ძნელად დასაძლევი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემის არსი, გარკვეულად განპირობებულია, ერთიმხრივ, მისი, როგორც დაავადების, სირთულით და მულტიფაქტორული ხასიათით; და მეორე მხრივ, არაადეკვატური და არაეფექტური მართვით, როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე სხვადასხვა ჯგუფებში.

სისხლის მომატებული წნევა კორონარული არტერიების დაავადების, თავის ტვინის
ინსულტის და თირკმლის ქრონიკული დაავადებების უმთავრესი რისკ-ფაქტორია.
დადგენილია, რომ სისხლის წნევის დონე პირდაპირ კავშირშია აღნიშნული
დაავადებების რისკთან. მომატებული სისხლის წნევა ყოველწლიურად დაახლოებით 7.5
მილიონი სიკვდილის მიზეზია მსოფლიოში, რაც საერთო სიკვდილობის ≈12.8%‐ს
შეადგენს. მეორეს მხრივ, მომატებული სისხლის წნევა აფერხებს ადამიანური კაპიტალის
განვითარებას. ამასთან, დაავადებასთან ასოცირებული უნარშეზღუდულობა 57 მილიონი
დაკარგული ჯანმრთელი ცხოვრების წლების (DALY) ტოლფასია (საერთო DALYs ‐ს 3.7%).
ევროპის რეგიონში მაღალი წნევით გამოწვეული დაავადებების როგორც ინციდენტობის,
ასევე პრევალენტობის ზრდის საკითხი ძალზე აქტუალურია, რასაც ავადობის და
სიკვდილიანობის მაჩვენებლები ადასტურებს.

author avatar