ჩხოროწყუს მერიის მიერ ნაყიდი “საკურას ნერგები” ტყემლისა აღმოჩნდა – მარიამ სიჭინავა

14 hours ago 3

სამოქალაქო აქტივისტი და უწყვეტი საპროტესტო აქციების მუდმივი მონაწილე მარიამ სიჭინავა წერს, რომ ჩხოროწყუს მერიის მიერ გაშენებულ “საკურას ხეივანში” ნერგებმა ტყემალი მოისხა. მარიამ სიჭინავა წერს, რომ მერიამ თითო “საკურას ნერგში” 750 ლარი გადაიხადა, ნერგები კი წითელი ტყემლისა აღმოჩნდა.

“ეს ჩხოროწყუა. აქ საკურების ხეივანი უნდა ყოფილიყო, უბრალოდ ტყემალი მოისხა

ამბავი ასეთია, ჩხოროწყუს მერიამ იყიდა ნერგები, თითო 750 ლარად. საბოლოოდ ტყემალი აღმოჩნდა და საკმაოდ ჭრის კბილს”, – წერს მარიამ სიჭინავა და ფოტოს აქვეყნებს. 

სრულად წაკითხვა