WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

24.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვერაზე ჩხუბის საქმეზე, რომლის დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა ორი კაცი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირება საპარკინგე ადგილის საკითხზე მოხდა, ჩხუბის დროს კაცი დაეცვა და ისეთ დაზიანებები მიიღო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. მისი გადარჩენა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ვერ შეძლო.

„გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე, ბრალდებულებსა და ერთ-ერთ მამაკაცს შორის, ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მომხდარი დაპირისპირებისას მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი ბრალდებულის სახით შემთხვევის ადგილზევე დააკავეს“, – აცხადებს შსს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.