WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე, თამარ კაპანაძემ კახეთის სასტუმროში, ქორწილის დროს მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებული, გიორგი ჭიღლაძე დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. 

მას აღკვეთის სახით 5000-ლარიანი გირაო შეეფარდა. პროკურატურა ჭიღლაძის მიმართ 5000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენებას შუამდგომლობდა, დაცვის მხარე კი, მხოლოდ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას.

პროცესის დროს გიორგი ჭიღლაძემ განაცხადა, რომ “ჩადენილ დანაშაულს ნანობდა და მისი მიზანი ასე დასრულება არ ყოფილა”. 

გავრცელებული ინფორმაციით, სასტუმრო „აგარანის მამულმა” სადაც დაპირისპირება მოხდა,  გირაოს თანხის გადახდაზე მზაობა გაქმოთქვა.