10.07.2026
ცაგერის საკრებულოში ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე, ლაშა ლეთოდიანი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
პროკურატურამ მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) წარუდგინა.
„ნეტგაზეთს“ ლეთოდიანის ადვოკატი ეუბნება, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. დაცვის მხარე პროცესზე აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას მოითხოვს.
8 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 29 პირი დააკავეს, ხოლო სამს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდს“.
პროკურატურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ წევრები, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, აღიარებენ „ქურდულ სამყაროს“ და სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“.
„ისინი პირადი სარგებლის მიღების მიზნით, როგორც ,,კანონიერ ქურდის” მონაწილეობით, ასევე დამოუკიდებლად მოქალაქეებს შორის არსებული დავების გადაწყვეტაში ერთვებოდნენ და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან დარღვევის შემთხვევაში, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ“, – წერია უწყების განცხადებაში.

2 weeks ago
35







English (US) ·
Georgian (GE) ·