“ცემეს ბიჭები, გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს” – პროფკავშირებში პროფკავშირების წარმომადგენლებს არ უშვებენ

1 month ago 10

ჩხუბი პროფკავშირებში – ნაცემია სამი ადამიანი. ერთ-ერთ მათგანს კბილები აქვს ჩამტვრეული, მეორეს დაზიანება სახის არეში აღენიშნება.

ნაცემი მოქალაქეები სასწრაფოს მანქანებით კლინიკაში გადაიყვანეს.

დაპირისპირება სხდომაზე დასწრების გამო დაიწყო. პროფკავშირებში  დღეს გაფიცულების საკითხზე უნდა ემსჯელათ, მაგრამ ირკვევა, რომ ორგანიზაცია “ლაბორის” წარმომადგენლებს, რომლებიც გაფიცულების ინტერესებს იცავენ,  შენობაში გამგეობის სხდომაზე არ შეუშვეს, რასაც ადგილზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

ადგილზე გამოძახებულ პოლიციას თავდასხმაში მხილებული პირები ადგილიდან არ განურიდებია.

გამგეობის სხდომაზე პროფკავშირის, “ლაბორის” საკითხი განიხილება. შეხვედრაზე “ლაბორის” მხრიდან უფლებამოსილი პირები უნდა ყოფილიყვნენ. შეხვედრაზე უშვებდნენ თითქმის ყველას, “ლაბორის” წარმომადგენელთა გარდა. 

მოვითხოვეთ განმარტების გაკეთება, რატომ არ შეუძვეს ჩვენი იურისტი, თავმჯდომარის მოადგილე. მათი მხრიდან მოხდა კარებში ფიზიკური მოწოლა, რასაც ჩვენი მხრიდან თავდაცვა მოჰყვა – თავი შევიმაგრეთ. იმათი მხრიდან იყო მუშტების ქნევა, სილის გარტყმა. სცემეს რამდენიმე ადამიანი, ერთს კბილი მოტეხეს, მეორეს სახე დაუზიანეს. გოგოებსაც დაარტყეს, გვაგინეს, გვლანძღეს. საბოლოოდ კარი ჩარაზეს და უფლებამოსილი პირები შეხვედრაზე არ შეუშვეს”- ამბობს “ლაბორის” წარმომადგენელი. 

სრულად წაკითხვა