წყალდიდობა, რომელიც ევროპის მატერიკზე შტორმ “ბორისით” იყო გამოწვეული, ავსტრიას, ჩეხეთს, პოლონეთს, რუმინეთს, სლოვაკეთსა და უნგრეთს შეეხო.

ამ ქვეყნებში დასახლებები დაიტბორა, ზოგიერთ სოფელში მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანგრძლივმა წვიმამ მდინარეების ადიდება და კალაპოტიდან გადმოსვლა გამოიწვია, უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, რამდენიმე დაიღუპა.