რუსეთის ბანკმა გააუარესა 2026 წელს რუსეთის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი და დაუშვა შესაძლებლობა, რომ მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა საერთოდ არ გაიზარდოს. განახლებული პროგნოზის თანახმად, მომავალ წელს ეკონომიკა გაიზრდება 0–1 პროცენტით - მოსალოდნელი 0,5–1,5 პროცენტის ნაცვლად. ამასთან, ცენტრალურმა ბანკმა გაზარდა ინფლაციის პროგნოზი - ახლა ის 6–7 პროცენტია, უწინ იყო 4,5–5,5 პროცენტი.
რუსეთის ბანკის თავმჯდომარემ, ელვირა ნაბიულინამ პროგნოზის გადასინჯვა ახსნა მოთხოვნა-მიწოდების შეფასების ცვლილებით, საგარეო პირობებით, საბიუჯეტო პოლიტიკით და ინფლაციის საფრთხეებით. მისი თქმით, გაზაფხულზე მარეგულირებელი უწყება იმედოვნებდა საწარმოო სიმძლავრის უფრო სწრაფ აღდგენას, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა.
ნაბიულონამ ასევე აღნიშნა, რომ საწვავზე ფასების ზრდა უკვე აისახება საქონლის და სერვისების ფართო სპექტრის ღირებულებაზე - თუმცა ცენტრალური ბანკი ამ ფაქტორს დროებით მოვლენად განიხილავს.

1 hour ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·