აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ მიმართა. მოსამართემ შუამდგომლობა გაითვალისწინა და ეს არასრუწლოვანი მეთვალყურეობისთვის მამას გადაეცა.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, დანაშაულში მონაწილე არასრუწლოვნებზე შეღავათები ვრცელდება. კოდექსი მათ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებად მოიხსენიებენ.
„ეს პერიოდი ბრალდების მხარემ ოჯახთან კომუნიკაციაში იმ კუთხით გამოიყენა, რომ გაეაზრებინათ პასუხისმგებლობა. მათ შორის, არასრულწლოვანი ღამის საათებში გარეთ არ უნდა იმყოფებოდეს, ის უსაფრთხო გარემოში უნდა იმყოფებოდეს. ეს გარანტიები მივიღეთ“, - თქვა საქმის პროკურორმა თამარ იაკობიძემ.
17 წლის ბიჭს ბრალი წაუყენეს 29 ნოემბერს პარლამენტის შენობაში ცეცხლმოკიდებული ნივთის სროლისთვის. ერთ-ერთ ოთახში ხანძარი გაჩნდა. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებისთვის, სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით წაუყენეს.
მეცხრამეტე დღეა დედაქალაქსა და რეგიონებში აქციები არ წყდება. დემონსტრანტები აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს მთავარობა 2028 წლამდე არ აპირებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხის დღის წესრიგში დაყენებას.
პოლიციამ აქციებზე დააკავა 400-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის წესით.