WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

» პოპულარული » ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს


ცნობილი „კანონიერი ქურდი“ და მისი მეუღლე დააკავეს

საბერძნეთში ათენისა და სალონიკის პოლიციის 40 თანამშრომელი, 68 წლის ე.წ. „კანონიერი ქურდის“, ლევან ხეირანოვის სახლში შეიჭრა.
ჩხრეკისას პოლიციამ პისტოლეტი და ხელყუმბარა აღმოაჩინა.

„კანონიერ ქურდთან“ ერთად დააკავეს მისი ახალი მეუღლე, სოფოც, თუმცა ის მალევე გაათავისუფლეს.

 თბილისში დაბადებული, ეთნიკურად ბერძენი ლევან ხეირანოვი, ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოქმედი „კანონიერი ქურდია“.

ბოლოს ლევან ხეირანოვი სასჯელს გერმანიაში, 2009-დან 2012 წლამდე იხდიდა.

წყარო: ​primetime.ge​​​

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+