ცნობილი ხდება მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭის ვინაობა - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველებ

1 week ago 4

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ასე­ვე მეტ­როს მე­მან­ქა­ნე, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ აღიქ­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­და, რად­გან მა­მა­კაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე სად­გურ­ში იყო შე­მო­სუ­ლი.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მეტ­რო­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია."სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, ლაშა 30 წლის იყო, უცო­ლო, რო­გორც ვიცი არ მუ­შა­ობ­და... მამა მუ­სი­კო­სია, სოსო ამი­რე­ზაშ­ვი­ლი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით" - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი.

რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, უც­ნობ­მა პირი, რო­მელ­მაც მგზავრს ხელი ჰკრა, შემ­დეგ იცი­ნო­და. მან ად­გი­ლი­დან გაქ­ცე­ვა სცა­და, თუმ­ცა მეტ­როს თა­ნამ­შრო­მელ­მა ქალ­მა და ერთ-ერ­თმა მგზავ­რმა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს

"ძა­ლი­ან მძი­მე ამ­ბა­ვი მოხ­და, მე­მან­ქა­ნე ფი­ზი­კუ­რად ვე­რა­ფერს იზამ­და. ეტყო­ბა, რომ და­ი­ნა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი მო­დი­ო­და, მა­შინ ჰკრა ხელი და ჩა­აგ­დო მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც ამ­ბო­ბენ, რომ იქ­ნე­ბა 40 წლამ­დე. დამ­ნა­შა­ვე იქვე და­უ­კა­ვე­ბი­ათ, არ ვიცი, იც­ნობ­და თუ არა გარ­დაც­ვლილს დამ­ნა­შა­ვე. ძა­ლი­ან გან­ვიც­დით ამ ფაქტს. რო­გორც მი­თხრეს, მე­მან­ქა­ნე სა­შინ­ლად გა­ნიც­დის. ფი­ზი­კუ­რად და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­დაო ამ­ბო­ბენ, ამ მე­მან­ქა­ნეს ეს სტრე­სი უნ­დო­და ახლა, მა­საც თავს გა­დახ­და ტრა­გე­დია. შვი­ლი ჰყავს გარ­დაც­ვლი­ლი - მო­ტო­ციკ­ლით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და და ავა­რი­ით და­ე­ღუ­პა. ამ­ხე­ლა ტრა­გე­დია გა­დახ­და თავს და ახლა ამ სა­ში­ნე­ლი ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლია. ყვე­ლა ამ­ბობს, ვე­რა­ფერს იზამ­და, ისე ახ­ლოს იყო უკვე მა­ტა­რე­ბე­ლი. სხვა არა­ფე­რი ვიცი. იმე­დია და­ის­ჯე­ბა დამ­ნა­შა­ვე" - ჰყვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი

წყარო: sport24.ge

სრულად წაკითხვა