სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა, სადაც საბერძნეთის ნაკრებმა ესპანეთი 86:90 დაამარცხა.
ყოველივე ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა პლეიოფში გასვლა გაინაღდა და ევრობასკეტზე ასპარეზობას განაგრძობს.
ცნობისთვის, ალექსანდრ ჯიკიჩის გუნდი დღეს ბოსნია ჰერცეგოვინასთან 84:76 დამარცხდა.