ცნობილია - ვინ დატოვეს მადრიდის "რეალს" ზაფხულში

2 weeks ago 14

გამოცემა "Relevo" მადრიდის "რეალთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის შემდეგ გუნდს ერთი მოთამაშე გარანტირებულად დატოვებს.

როგორც გამოცემა იუწყება, ტურნირის შემდეგ "ბლანკოსს" ლუკას ვასკესი დაემშვიდობება. 

ამ ეტაპისთვის უცნობია, თუ სად ვიხილავთ ვასკესს მომავალში, თუმცა მისი წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ცნობისთვის, "რეალი" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე საქმეში ივნისის შუა რიცხვებში ჩაერთვება.

სრულად წაკითხვა