ცნობილია კესარიას მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა – “მამაკაცი კესარიას სვანეთის ტურიდან გამოჰყვა”

1 month ago 31

ცნობილი ხდება კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირის ვინაობა.

Cnews–ის წყარო ამბობს, რომ მამაკაცი კესარიას სვანეთის ტურიდან გამოჰყვა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ბ.ჯ.-ს ყველ­გან ეძე­ბენ. 

ცნობილი ტრანსგენდერი ქალი კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში მოკლეს.

შსს–ის ინფორმაციით, კესარია აბრამიძე დანითაა მოკლული. მისი ცხედარი დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში ნახეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბრალდებული მისი მეგობარი მამაკაცია, კონფლიქტის მიზეზი სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტო გახდა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მკვლე­ლო­ბის ფაქტს ადას­ტუ­რე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

კესარია აბრამიძე 18 აგვისტოს 37 წლის გახდა.

სრულად წაკითხვა