დღეს დილით, UFC 317-ზე ილია თოფურიამ მაყურებელს ზუსტად ის ანახა, რისი პირობაც ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე გასცა.
ქართველმა ჩემპიონმა მსუბუქი წონის დივიზიონის სადებიუტო შეხვედრა გასაოცრად ჩაატარა და ლეგენდარული ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში დიდებული დარტყმით დაანოკაუტა.
იმის გამო, რომ ბრძოლა სატიტულო იყო და ილიას ოლივეირასთან შეხვედრას უამრავი მაყურებელი მოუთმენლად ელოდა, ქართველი ჩემპიონი 500 000-დან 3 000 000 დოლარამდე გამოიმუშავებს!
აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა Diario AS-მა დაადასტურა.